ახალი ამბები
ნოდარ ხადური - ტყიბულში მცხოვრებლებისთვის საგადასახადო შეღავათები შენარჩუნებული იქნება
FaceBook
დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ტყიბულში გაფიცულ მაღროლებზე ისაუბრეს.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრებს ტყიბულში გაფიცულ მეშახტეებზე დეტალური ინფორმაცია მოსთხოვა. ფინანსთს მინისტრის ნოდარ ხადურის განმარტებით, მთავრობა გეგმავს პარლამენტისთვის კანონპროექტის წარდგენას, რომლის მიხედვითაც ტყიბულში მცხოვრები იმ მოსახლეობისთვის, მათ შორის მეშახტეებისთვის, რომლებიც მიმდინარე წლის 1 იანვრამდე სარგებლობდნენ შეღავათებით, საგადასახადო შეღავათები შენარჩუნებული იქნება.

"ამის თაობაზე გვაქვს კონსულტაციები პარლამენტთან და აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტის მიერ იქნება ინიცირებული," - განმარტა ნომარ ხადურმა.

ტყიბულში მეშახტეები უკვე 12 დღეა გაფიცულები არიან. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების მომატებას ითხოვენ.
Print