ახალი ამბები
ძლიერი წვიმა, თოვა, ქარბუქი, ნისლი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი საქართველოში
FaceBook
საქართველოში, 23 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან 26 დეკემბრამდე, მეტეოროლოგიური პირობების გართულებაა მოსალოდნელი.
კერძოდ, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელია წვიმა - ზოგან ძლიერი, ასევე, ძლიერი ქარი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. ზღვაზე შესაძლებელია ძლიერი, 6 ბალამდე შტორმი.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

ამასთან, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები ჩასასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

Print
თეგები: #ამინდი