ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტის ტერიტორიაზე საპარკინგე სივრცე ეწყობა
FaceBook
ქუთაისის აეროპორტის ტერიტორიაზე ახალი საპარკინგე სივრცის მოწყობის საფინალო სამუშაოები მიმდინარეობს.
აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოებით ახალი ავტოსადგომის მშენებლობის პირველი ფაზა სრულდება.

„ჯამში დაიგო 20 ათას კვ.მეტრამდე ასფალტი, დარჩენილია ელექტრო სანათი ბოძების მონტაჟი და საპარკინგე სისტემის მოწყობა. ეწყობა წყალარინების სისტემაც“,- აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში.

მათივე ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის არსებული - 200 ავტომობილზე გათვლილი მანქანის სადგომი 700-მდე გაიზრდება.


Print