ახალი ამბები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მოხუც ქალბატონს ეძებენ
FaceBook
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნეში მესამე დღეა, ხანდაზმულს ეძებენ.
ოჯახის წევრები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ქალი სახლიდან, 19 დეკემბერს, დღის სამ საათზე გავიდა და მას შემდეგ აღარ უნახავთ.

„სოფელ ჩუნეში დაიკარგა ქავაჯო გაზდელიანი. იქნებ ვინმემ ნახოთ მეგობრებო ან ვინმემ შეიფარა. ძალიან გთხოვთ, თუ ვინმეს რაიმე სახის ინფორმაცია გაქვთ, შეგვეხმიანეთ: 598 15 05 07“,- წერენ სოციალურ ქსელში დაკარგულის ახლობლები.

საქმეში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიც, სადაც აცხადებენ, რომ სოფელ ჩუნეში მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები და მიმდებარე ტერიტორიების დათვალიერება.


Print