ახალი ამბები
ქუთაისის მერია ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებულთა ხელფასებს 6 მილიონით ზრდის
FaceBook
2024 წლისთვის ქუთაისის მერიაში, საკრებულოში და ააიპებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება, ჯამში, დაახლოებით, 6 მილიონი ლარით გაიზრდება.
მომდევნი წლის ქალაქის  ბიუჯეტის პროექტის მიხედვით,  ყველაზე დიდი თანხა, 45 მილიონი, (სულ არის 100 მილიონ 210 800 ლარი) თანამშრომელთა ხელფასებზე დაიხარჯება.

მთავრობის გადაწყვეტილებით,  საჯარო სამსახურებში დასაქმებულებისათვის ხელფასები ბოლო სამი წელია მზარდია. 

2024 წლის ქუთაისის ბიუჯეტში ასახული პრიორიტეტები ასე გადანაწილდა: 

მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები - 21 მილიონ 548 ათას 200

ინფრასტრუქტურის განვითარება - 15 მილიონ 610 ათას 500 ლარი

დასუფთავება და გარემოს დაცვა - 8 მილიონ 815 ათასი ლარი

განათლება - 20 მილიონ 613 ათასი ლარი

კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი -  23 მილიონ 366 ათას 500 ლარი

ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 8 მილიონ 522 ათას 600 ლარი

ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა - 173 ათას 500 ლარი 

Print