ახალი ამბები
როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, მიმდინარე კვირას, დასავლეთ საქართველოში, უმეტესად უნალექო, მაგრამ ცივი ამინდებია მოსალოდნელი.
კერძოდ, მისი თქმით, 18 დეკემბერს, მოსალოდნელია სუსტი წვიმა, რომელიც შესაძლოა, ღამითაც გაგრძელდეს, 19 დეკემბერს კი გამოიდარებს.

"19-20 დეკემბერს, ღამის ტემპერატურა დაიკლებს და დაბლობ რაინებში 0-დან -1 გრადუსია მოსალოდნელი, მთაში იქნება  -5, -7; მაღალმთაში კი -10 გრადუსამდე.

20 დეკემბრიდან ღამის ტემპერატურა მოიმატებს. ამასთან, 20-21 დეკემბერს, მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერება", - განმარტავს დოდო გვაზავა.

მისივე თქმით, 23 დეკემბერს, დღის მეორე ნახევრიდან, ამინდი შეიცვლება, გაწვიმდება,  ხოლო მაღალმთაში - გათოვლდება.


Print
თეგები: #ამინდი