ახალი ამბები
ძლიერი წვიმა, თოვა, ქარბუქი - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  17 დეკემბრის დილიდან 18 დეკემბრის დილამდე, საქართველოში, ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
კერძოდ, დასავლეთ საქართველოში სინოპტიკოსები ძლიერ წვიმას პროგნოზირებენ, მთიან ზონებში თოვასა და ქარბუქს, ზღვაზე კი 4-5 ბალიან შტორმს.

ამასთან, სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

"მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.

მთიან რეგიონებში მოსალოდნელი დიდთოვლობის, ზვავსაშიშროების და ხილვადობის გაუარესების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა",- განმარტავენ გარემოს ეროვნულ საააგენტოში.
Print
თეგები: #ამინდი