ახალი ამბები
ქუთაისის ქუჩები ევროკავშირის დროშებით მორთეს
FaceBook
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ქუთაისის ქუჩები საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით მორთეს.



საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.

ევროკომისიამ 8 ნოემბერს საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად დადებითი რეკომენდაცია გასცა. საბოლოო გადაწყვეტილება კი, ევროპულმა საბჭომ 14 დეკემბერს მიიღო.


ფოტო : ქუთაისის მერია
Print