ახალი ამბები
ქუთაისში მთავარ ნაძვის ხეს ამონტაჟებენ
FaceBook
ქუთაისში, ტრადიციულად, მესხიშვილის თეატრის წინ, ქალაქის მთავარი ნაძვის ხის მონტაჟი მიმდინარეობს.
მისი საზეიმოდ ანთება 23 დეკემბერს, საახალწლო ღონისძიებების ფონზეა დაგეგმილი. 

ქალაქმა 146 000 ლარის ღირებულების, ახალი, 16 მეტრიანი ნაძვის ხე გასულ წელს შეიძინა.

საახალწლო სამზადისი მერია, წელს, ადრიანად დაიწყო. საახალწლო მორთულობებით ქუჩების ძირითადი მოწყობა უკვე დასრულებულია.

გამოცხადებული ტენდერების მიხედვით, საახალწლო ღონისძიებებისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობა, წელს, დაახლოებით,  551 160 ლარს დახარჯავს, რაც გასულ წელთან შედარებით 185 035 ლარით მეტია.


ამავე თემაზე:

ქუთაისის მთავარი ნაძვის ხე, საზეიმოდ, 23 დეკემბერს აინთება

"უნდა იყოს ცნობილი ტელეწამყვანი"- რა მოთხოვნები აქვს ქუთაისის მერიას 31 დეკემბრის კონცერტისთვის

შემსრულებლები, რომლებიც ქუთაისში ახალი წლის ღამეს იმღერებენ

ქუთაისის მერია საახალწლო კონცერტისთვის სცენისა და გახმოვანების აპარატურის მომსახურებას ყიდულობს

ქუთაისის მერიას საახალწლო ფეიერვერკისთვის 20 000 ლარზე მეტი აქვს განსაზღვრული

ქუთაისის მერია 400 ათასი ლარის ღირებულების საახალწლო მანათობლებს ყიდულობს


Print