ახალი ამბები
ქუთაისის მერია ავტომშენებლის ქუჩაზე მდებარე ტუალეტის გაიჯარებას გეგმავს
FaceBook
წითელ ხიდთან მდებარე საპირფარეშოს აქუციონზე გატანის შემდეგ, ქუთაისის მერია ავტომშენებლის ქუჩაზე მდებარე ტუალეტის გაიჯარებასაც გეგმავს.
შესაბამისი გადაწყვეტილება ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე მიიღეს.

როგორც მერიის ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თინათინ ბერიშვილი განმარტავს, ობიექტის 2 წლიანი ვადით იჯარით გაცემის შემდეგ, სველი წერტილი შესაბამისად მოეწყობა.

საპირფარეშოს გაიჯარების საკითხმა ოპოზიციაში უკმაყოფილება გამოიწვია. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის გიგა შუშანიას თქმით, ქალაქის მერის საქმე ქუთაისელთა ინტერესებზე ზრუნვა უნდა იყოს და არა ტუალეტების გაქირავება.

„ჩვენ მომხრე ვართ გამოვიტანოთ აუქციონზე, ღია ვაჭრობა გაიმართოს, გაიყიდოს ეს ქონება და ერთხელ და სამუდამოდ ჩაბარდეს პატრონს. სამწუხაროდ, გვეუბნებიან, რომ თურმე იჯარით გაცემა არის ყველაზე სწორი გზა. საკრებულომ აიღო პასუხისმგებლობა ამაზე და დღეს ქუთაისის მერს დაავალა ტუალეტის გაქირავება“,- განმარტა გიგა შუშანიამ.

ავტოქარხანაში მდებარე საზოგადოებრივი საპირფარეშო წლებია, მოუვლელია და ანტისანიტარიის კერად არის ქცეული.



ქუთაისში სულ ოთხი საზოგადოებრივი საპირფარეშოა, თუმცა ტუალეტი, ამ დროისთვის, მხოლოდ ქალაქის ცენტრალურ ბულვარში ფუნქციონირებს. 

ქუთაისის მერიას საპირფარეშოების გასხვისების მცდელობა რამდენჯერმე ჰქონდა, თუმცა ობიექტებით არავინ დაინტერესდა.


Print