ახალი ამბები
ქუთაისში პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს
FaceBook
95 წლის წინ, 25 თებერვალს, საქართველომ თავისუფლება დაკარგა

95 წლის წინ, საქართველომ თავისუფლება დაკარგა. წითელ  არმიასთან უთანასწორო ბრძოლის შემდეგ, 1921 წლის 25 თებერვალს ქვეყანაში საბჭოთა მმართველობა გამოცხადდა. საქართველოს ხელისუფლება ნოე ჟორდანიას მეთაურობით ჯერ ბათუმში გადავიდა, შემდეგ კი საფრანგეთის ემიგრაციაში წავიდა.

25 თებერვალი საქართველოს გასაბჭოების  დღეა. 

დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე სახელმწიფო უწყებების შენობებზე დროშები დაეშვა. სახელმწიფო დროშა დაუშვეს ქუთაისში, პარლამენტის შენობაზე. 

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები წითელ არმიასთან ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალებს გვირვინით შეამკობენ.
Print