ახალი ამბები
საჩხერე-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მოძრაობა აიკრძალა
FaceBook
ინტენსიური თოვის გამო, საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 დეკემბრის საღამომდე აღმოსავლეთ საქართველოს ჩრდილო - მთიან რაიონებში ზოგან მოსალოდნელია ძლიერი თოვა, შესაძლებელია თოვლის ზვავები, ნისლი და ქარბუქი. 



Print