ახალი ამბები
ქუთაისის მერიის სპორტისა და კულტურის ააიპებში ჩატარებული კონკურსის შედეგები ცნობილია
FaceBook
ორი კონკურის შედეგად ადგილობრივ თვითმმართველობაში 23 ვაკანტური ადგილი შეივსო

ქუთაისის მერიამ ორ ააიპი დააწესებულებაში ჩატარებული კონკურსის შედეგები გამოაქვეყნა. მერიის კულტურულ, სახელოვნებო და საგანმანათლებლო ააიპში გასაუბრების ტური წარმატებით გაიარა 9 კონკურსანტმა. მათგან 6–მა სპეციალისტის პოსტი დაიკავა. კონკურსის შედეგად ასევე შეივსო ბუღალტრის, იურისტისა და მმართველის მოადგილის პოსტები.

რაც შეეხება სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებას, მესამე–გასაუბრების ტური 14–მა კონკურსანტმა გადალახა. კონკურსის შედეგად, დაწესებულებაში სპეციალისტის  7 ვაკანტური პოსტი შეივსო. გაერთიანებას ასევე ეყოლება მენეჯერი, მმართველის მოადგილე, საქმისმწარმოებელი, ბუღალტერი, ადმინისტრაციის, მონიტორინგისა და საქალაქო ღონისძიებების მართვის განყოფილების უფროსები.

Print