ახალი ამბები
ვანში, იძულების ბრალდებით, პოლიტიკოსი დააკავეს
FaceBook
ვანის მუნიციპალიტეტში იძულების მუხლით მამაკაცი დააკავეს.

შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის „ევროპული საქართველოს“  წარმომადგენელია.

ადგილობრივების თქმით, მამაკაცმა გოგონას ავტომობილი გაუჩერა და სადაც მოზარდი მიდიოდა, იქ წაყვანა შესთავაზა, მოგვიანებით კი მობილურზე მიწერა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.



Print