ახალი ამბები
"ბეჭდვური თუ ელექტრონული წიგნი?"–გიორგი კეკელიძის ლექცია ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში
FaceBook
შეხვედრაზე მწერლის ახალი წიგნის "ორი თავგადასავალი"  გაყიდვა მოეწყო

ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში მწერალმა გიორგი კეკელიძემ საჯარო ლექცია წაიკითხა. კეკელიძემ, წიგნის ბეჭდვურ და ელექტრონულ ფორმებს შორის მინიმალურ განსხვავებაზე ისაუბრა. მისი აზრით,ელექტროული და ბეჭდვური წიგნი თვისობრივად ერთი და იგივეა. განსხვავება მხოლოდ მის ფორმაშია, რაც შინაარსს თავისთავად ვერ შეცვლის.

"მთავარია ვიკითხოთ და არ აქვს მნიშვნელობა როგორი ფორმით მოწოდებულს წავიკითხავთ. "ლეკვი ლომისა სწორია" ნაბეჭდი სახითაც და ელექტრონულადაც ერთნაირად აღიქმება. არ არსებობს არგუმენტი, რომელიც გამოდგება ამ ორ ფორმას შორის სხვაობის წარმოსაჩენად. მიხარია, როცა ჩემი სტუდენტები მეუბნებიან, რომ ელექტრონულ ფორმატში კითხულობენ, რადგან ამ შემთხვევაში მიზანი არის კითხვა და ეს მიზანი სრულდება",–ამბობს გიორგი კეკელიძე.

მწერალმა შეხვედრაზე ასევე ისაუბრა წიგნის იმ ფენომენზე, რომელიც მისი აზრით სხვისი ცხოვრების თანამონაწილეს გხდის. კეკელიძის თქმით, წიგნი არის ერთადერთი საშუალება, რომელიც ყოველგვარი უხერხულობის განცდის გარეშე, გაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას იცხოვრო სხვისი ცხოვრებით.

მწერლის ვიზიტი ბიბლიოთეკაში, საჯარო კითხვის მსოფლიო დღეს უკავშირდებოდა.

შეხვედრაზე მწერლის ახალი წიგნის "ორი თავგადასავალი"  გაყიდვა მოეწყო.


Print