ახალი ამბები
"ეს არის მერის მორიგი ახირება" - "მადლიერების სახლი" გასაყიდი ობიექტების ნუსხაში შეიტანეს
FaceBook
ქუთაისის მერიამ  "მადლიერების სახლი“ საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში შეიტანა.
ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა გიგა შუშანიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ქალაქის მერმა აღნიშნული გასაყიდი ობიექტების ნუსხაში ისე ჩასვა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში ალტერნარიული შენობის ასაშენებლად თანხა გამოყოფილი არ არის.

„საუბრობენ, ზოგადად, რომ სადღაც ალტერნატიულ ფართს გამონახავენ, მაგრამ კარგად იცის ქუთაისის მერმა, რომ ქალაქში რესტორანი არ არსებობს, სადაც 650 ადამიანი ერთად ეტეოდეს, არათუ სხვა შენობა. ამიტომ, მოვუწოდებ მას, უარი თქვას ამ მორიგ უაზრო ახირებაზე და დაანებოს ამ ადამიანებს თავი. იმიტომ რომ აქ განთავსებულია დღის ცენტრებიც, სადაც ბავშვები არიან და მათ სპეციფიკური პირობები სჭირდებათ. ეს არ არის რამე გარევაჭრობის ობიექტი, ან სასურსათო მაღაზია, რომ ალტერნატიული ფართი იოლად მოუნახონ. ამიტომ, არ გამოიტანონ აუქციონზე მანამ, სანამ არ აშენდება ახალი ფართი“,- განმარტავს შუშანია.

სად გადავა  "მადლიერების სახლი" თუკი  არსებულის გასხვისება იგეგმება, ამაზე ქუთაისის მერიაში განმარტებას არ აკეთებენ. 

ქუთაისის "მადლიერების სახლის" შენობაში ყოველდღიურად 650 ადამიანი იკვებება.



Print