ახალი ამბები
ქუთაისში, 31 დეკემბერს, საახალწლო ველომსვლელობა მოეწყობა
FaceBook
31 დეკემბერს, ქუთაისის ქუჩებში, ველომოყვარულები გამოჩნდებიან და საახალწლო მსვლელობას გამართავენ.
ისინი, თეთრ ხიდზე, 21:00 საათზე, შეიკრიბებიან და ქალაქის უბნებს შემოივლიან. შემდეგ კი, ახალ 2024 წელს ბაგრატის ტაძართან შეხვდებიან.

„ვისაც გექნებათ დრო და სურვილი, ამინდის შემთხვევაში, 31 დეკემბერს, 21:00 საათზე, შევიკრიბოთ თეთრ ხიდზე და მოვაწყოთ პატარა ველომსვლელობა ქალაქის ტერიტორიაზე. შემდეგ კი, ავიდეთ ბაგრატზე ველოსიპედებით და შამპანიურითა და შოკოლადებით, შევხვდეთ ახალ წელს“,- აღნიშნულია ღონისძიების აღწერაში.

ღონისძიების ორგანიზატორი ქუთაისელი გიორგი გუბელაძეა. მან ველომსვლელობის მოწყობა და ამით მოქალაქეებისთვის საახალწლო განწყობის შექმნა, რამდენიმე წელია, ტრადიციად აქცია.

ფოტო: არქივი
Print