ახალი ამბები
თოვის გამო, საჩხერე-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე, მოძრაობა აიკრძალა
FaceBook
თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე (სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები დაწესდა.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება კი თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 დეკემბერს, დღის მეორე ნახევრიდან, 7 დეკემბრის დილამდე, აღმოსავლეთ საქართველოს ჩრდილო-მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, შესაძლებელია თოვლის ზვავები, ნისლი და ქარბუქი.
Print