ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ 6 და ნაკლებ სართულიანი კორპუსებისთვის გადახურვის დაფინანსების წესი შეცვალა
FaceBook
ქუთაისში 6 და ნაკლები სართულიანი კორპუსებისათვის სხურავების გადახურვის თანადაფინანსების წესში ცვლილება შევიდა.

6 და ნაკლებ სართულიან კორპუსებს გადახურვის პროგრამაში ჩართვისთვის საბანკო დეპოზიტზე 50%-ის ნაცვლად შესაძლებლობა ეძლევათ 30% წარმოადგინონ.

"9 სართულიან კორუსში უფრო მეტი ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე დაბალსართულიანში და ადამიანებს რომ შეძლებოდათ ფიზიკურად გადახურვა, მერიამ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ეს თანხა გადახურვის შემდეგ ისევ უკან დაუბრუნდება მოსახლეობას," - აღნიშნავს ქუთაისი მერიის საბინაო სამსახურის უფროსი, ვლადიმერ ნაკაშიძე.

ქუთაისი მერიის საბინაო სამსახურის უფროსის ინფორმაციით, ქუთაისში 6 და ნაკლებსართულიანი 500-ზე მეტი კორპუსია.

მერიის ახალი ინიციატივა ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციამ გააკრიტიკა. საკრებულოს "ლეიბორისტი" დეპუტატის განცხადებით, მერიის მიერ კორპუსების სართულების მიხედვით გამორჩევა უსამართლობაა.

"გადახურვის პრობლემა არანაკლებ აწუხებთ 9 სართულიანი კორპუსის მცხოვრებლებს, ამიტომ დაფინანსება ამ კუთხით ერთნაირად უნდა მოხდეს," - განაცხადა სამსონ გუგავამ.

Print