ახალი ამბები
როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, მიმდინარე კვირას, დასავლეთ საქართველოში, დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
მისივე თქმით, დღეს, 4 დეკემბერს, მზიანი ამინდი შენარჩუნდება. 5-6 დეკემბერს კი მოსალოდნელია ცივი ჰაერის მასების შემოსვლა და დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა, მაღალმთაში კი - თოვლი.

"6-ში შედარებით გამოიდარებს, თუმცა მოსალოდნელია ცვალებადი მიმართულების ქარი. 7 დეკემბერს, საღამოდან, მთელი დღის განმავლობაში იქნება წვიმა, გრილი ამინდი, რომელიც შენარჩუნდება 9-10 დეკემბერსაც", - ამბობს დოდო გვაზავა.

მისივე ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში, იმერეთში, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 14-16 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
Print
თეგები: #ამინდი