ახალი ამბები
პროტესტის მეორე დღე ჭიათურაში - დარკვეთის მაღაროელების გაფიცვა გრძელდება
FaceBook
ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროს თანამშრომლების გაფიცვა გრძელდება.
მეორე დღეა, ისინი სამუშაოს შესრულებაზე უარს აცხადებენ და 12-საათიან გრაფიკს (ე.წ ვახტურ რეჟიმზე გადასვლას) და შესაბამის ანაზღაურებას ითხოვენ.

„გვეუბნებიან იმუშავეთ 12 საათი და 7 საათის ანაზღაურებას მოგცემთო. როგორ გამოვა ასე? ვერ მივაღწიეთ დიალოგის რეჟიმში შეთანხმებას და პროტესტის ნიშნათ გავაჩერეთ მაღარო. სავარაუდოდ, ჩამოსულია თბილისიდან „ჯორჯიან მანგანეზის“ გენერალური დირექტორი ან მმართველობა, რომლებთანაც კიდევ ერთხელ მივდივართ დიალოგის რეჟიმზე, თუმცა დიდი მოლოდინი არ გვაქვს, რომ რამეს მივაღწევთ“
,-განმარტავენ გაფიცულები.

დარკვეთის მაღაროელები ამბობენ, რომ მათი პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

დარკვეთის მაღაროს თანამშრომლებს სოლიდარობა სხვა მაღაროელებმაც გამოუცხადეს.

ჭიათურაში, ამ დროისთვის, 13 მაღაროა გაჩერებული - 1 700 ადამიანი „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას ელოდება.

ჭიათურაში მაღაროელები 5 თვის წინაც იყვნენ გაფიცული. ისინი ხელფასების 20%-ით გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და შრომითი ნორმების დაცვას ითხოვდნენ. 19-დღიანი პროტესტის შემდეგ, მაღაროელებსა და "ჯორჯიან მანგანეზს“ შორის მოლაპარაკება შედგა.


ამავე თემაზე:

ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროს თანამშრომლები გაიფიცნენ

Print