ახალი ამბები
"საგამოცდო პერიოდი იყო" - წერეთლის უნივერსიტეტის უარი პრეზიდენტს
FaceBook
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს საჯარო ლექციის ჩატარებაზე უარი უთხრეს.
აღნიშნულს ადასტურებს თავად უნივერსიტეტის რექტორიც, თუმცა შალვა კირთაძე უარის მიზეზად საგამოცდო პერიოდს ასახელებს. 

„იყო საგამოცდო პერიოდი, შუალედური და ამ დროს უნივერსიტეტი მთლიანად, თავიდან ბოლომდე, გადართულია ამ ორომტრიალზე. ჩვენგან მიწოდებულია ასეთი ინფორმაცია, რომ ამ პერიოდში უნივერსიტეტში ტარდება გამოცდები, ლექციები არ არის, სტუდენტები არ დადიან და ეს ბავშვები მოდიან მხოლოდ გამოცდებზე და უკანვე მიდიან სამეცადინოდ სახლში და აქედან გამომდინარე, არ არის სასურველი პერიოდი იმისთვის, რომ ჩატარდეს ასეთი ღონისძიება. თან, პლიუს ამას, ისიც იყო, რომ მე თვითონ არ ვიყავი საქართველოში“,
- განმარტა შალვა კირთაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ მოიქცეოდნენ იმ შემთხვევაში, თუ უნივერსიტეტს პრემიერ-მინისტრი მიმართავდა, რექტორმა განმარტა, რომ პასუხი ასეთივე იქნებოდა.

„მასაც ვეტყოდი იმას, რომ ასეთ პერიოდს ხომ არ აჯობებს სხვა პერიოდი, იმიტომ რომ სტუდენტებს ამ პერიოდში მთავარი საფიქრალი აქვთ სწავლა. ჩვენ ამას ყველას შევთავაზებდით“,- განაცხადა შალვა კირთაძემ.

საქართველოს პრეზიდენტს  ლექცია ქვეყნის ევროპულ არჩევანზე უნდა ჩაეტარებინა.  

სალომე ზურაბიშვილს სტუდენტებისთვის საჯარო ლექციის ჩატარებაზე უარი თსუ-სა და ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტებმაც უთხრეს.




Print