ახალი ამბები
თბილისი-სენაკი-ლესელიძის მონაკვეთზე, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრაობა იკრძალება
FaceBook
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მონაკვეთზე (კმ254-კმ259), დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

აღნიშნულ მონაკვეთზე შეზღუდვა 3 დეკემბრის 09:00სთ-დან, 5 დეკემბრის 21:00 სთ-მდე, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დაწესდება.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, დროის აღნიშნულ პერიოდში, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი ნახშირღელე-ქუთაისი-სამტრედიას საავტომობილო გზის კმ43 (ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძი) გავლით იმოძრავებს.

Print