ახალი ამბები
ჯარიმა გარევაჭრობაზე და სარეალიზაციო საქონლის ჩამორთმევა - ქუთაისის საკრებულოს დადგენილება
FaceBook
პირს, რომელიც უნებართვო გარევაჭრობას განახორციელებს, „ქუთაისის მუნიციპალიტეტის ინსპექციის“ მიერ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება.


შესაბამისი დადგენილება ქუთაისის საკრებულომ 29 ნოემბერს მიიღო და ძალაშიც გამოქვეყნებისთანავე შევიდა.

როგორც ქალაქის თვითმმართველობაში განმარტავენ, უნებართვო გარევაჭრობის აღმოჩენის შემთხვევაში, მოვაჭრეებს, პირველ ჯერზე, 20 ლარის გადახდა მოუწევთ, განმეორებით შემთხვევაზე კი - 100 ლარის.

ამასთან, სატრანსპორტო საშუალებიდან განხორციელებულ გარევაჭრობაზე ადმინისტრაციული სასჯელის ოდენობა 500 ლარს შეადგენს.

საკრებულოს დადგენილების მიხედვით, „ქუთაისის მუნიციპალიტეტის ინსპექციას“ ასევე აქვს უფლება, „განახორციელოს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონება“. რაც იმას ნიშნავს, რომ უნებართვო გარევაჭრობის განმეორებით აღმოჩენის შემდეგ, გარემოვაჭრეს, ჯარიმასთან ერთად, შესაბამისი სარეალიზაციო საქონელი ჩამოერთმევა.

აღნიშნული დადგენილება შეეხება თუ არა საახალწლო გარევაჭრობებს, ამაზე ქუთაისის მერიაში არ გვპასუხობენ.

ქუთაისში გარევაჭრობა არაერთხელ აიკრძალა, თუმცა, ამას, ყოველ ჯერზე, მოვაჭრეების პროტესტი მოჰყვა. ქალაქში უნებართვო გარევაჭრობას განსაკუთრებით მასიური სახე ფალიაშვილისა და ი.ჭავჭავაძის ქუჩაზე აქვ
ს.

ფოტო: არქივი

Print