ახალი ამბები
შემსრულებლები, რომლებიც ქუთაისში ახალი წლის ღამეს იმღერებენ
FaceBook
ქუთაისში, ახალი წლის ღამეს, ღია ცის ქვეშ, ცენტრალურ მოედაზე გასამართი კონცერტის მონაწილეთა ვინაობა ცნობილია.

აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას როგორც ადგილობრივი და მოწვეული ინდივიდუალური შემსრულებლები, ასევე მუსიკალური ჯგუფები მიიღებენ. 

კერძოდ, ქუთაისელების საახალწლო განწყობაზე ინდირა ჯგერნაია, PAJO, გიორგი ნოზაძე (Jason De Leone) და დიჯეი ZAPA იზრუნებენ. ასევე გამოვლენ ჯგუფები: ,,ოჩოს ქოხი“, ,,ANIK“-ი; ანსამბლი ,,ჩვენი კვარტეტი“ და ,,ჰერიო“.

აღნიშნული შემსრულებლების მომსახურების შესყიდვას მერია გამარტივებული შესყიდვების [SMP230002823] გზით განახორციელებს. შესაბამის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მუსიკალური ჯგუფები და მომღერლები ქუთაისის თვითმმართველობის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებითა და იმის გათვალიწინებით შეირჩნენ, რომ ჩვენს ქალაქში დიდი პოპულარობით სარგებლობენ.

აღნიშნული ღონისძიების განხორციელებისთვის მერია 47 550 ლარს გადაიხდის, რომელიც 2024 წლის ბიუჯეტში კულტურის პროგრამის ქვეპუნქტიდან (საახალწლო ღონისძიებები) დაიხარჯება.

ფოტო: არქივი


ამავე თემაზე:

ქუთაისის მერია საახალწლო კონცერტისთვის სცენისა და გახმოვანების აპარატურის მომსახურებას ყიდულობს

ქუთაისის მერიას საახალწლო ფეიერვერკისთვის 20 000 ლარზე მეტი აქვს განსაზღვრული

ქუთაისის მერია 400 ათასი ლარის ღირებულების საახალწლო მანათობლებს ყიდულობს

საახალწლო ნობათებისთვის ქუთაისის მერია 38 000-მდე ლარს დახარჯავს

Print