ახალი ამბები
"25 თებერვალს ქალაქი კიკვიძის ძეგლით არ უნდა ხვდებოდეს"
FaceBook
არასამთავრობო ორგანიზაცია მერიას ქუჩებზე სახელების შეცვლისკენაც მოუწოდებს

არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" საქართველოს გასაბჭოების დღესთან დაკავშირებით, ქალაქში საბჭოთა სიმბოლიკების აღებას ითხოვს. ორგანიზაციის წარმომადგენელთა თქმით, სირცხვილია, როცა ქალაქი 25 თებერვალს ვასილ კიკვიძის ძეგლთან ერთად ხვდება.

"სამწუხაროა, რომ ამაზე დუმს მერიაც და საკრებულოც. ჩვენ არაერთხელ მოვითხოვეთ ქალაქის მთავარი საბჭოთა სიმბოლიკის კიკვიძის ძეგლის აღება. ამასთანავე, ქალაქში უამრავი ქუჩა ჯერ კიდევ ატარებს საბჭოთა ბელადების სახელებს",-ამბობს "ევროპა ჩენი სახლიას" წარმომადგენელი გია გოქაძე.

გოქაძე მოუწოდებს ადგილობრივ ხელისუფლებას, შეასრულოს" თავისუფლების ქარტია", რომელიც საბჭოთა სიმბოლიკების აღებას ითვალისწინებს.
Print