ახალი ამბები
სამტრედია-გრიგოლეთის მე-4 მონაკვეთზე მოძრაობა ორი კვირით იკრძალება
FaceBook
გეგმიური სამუშაოების გამო, 27 ნოემბრიდან 9 დეკემბრამდე, სამტრედია-გრიგოლეთის მე-4 მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, აღნიშნულ მონაკვეთზე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების საგარანტიო ვადის დასრულების გამო, დეპარატმენტისთვის პროექტით შესრულებული სამუშაოების გადაბარების პროცესი მიმდინარეობს.

„პროცედურის ფარგლებში, დაგეგმილია ხიდებისა და სხვა ხელოვნური ნაგებობების ინსპექტირება, საჭიროების შემთხვევაში კი, შესაბამისი ღონისძიებების გატარება. აღნიშნულის გამო, 27 ნოემბრიდან 9 დეკემბრამდე პერიოდში, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მე-4 მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“,- განმარტავენ გზების დეპარტამენტში.

მათივე ინფორმაციით, გეგმიური ინსპექტირება და შესაბამისი ღონისძიებები კონტრაქტორი კომპანიის მიერ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგარანტო პერიოდის ფარგლებში ჩატარდება.

გზაზე დაწესებული შეზღუდვის განმავლობაში, ავტოტრანსპორტი ძველი, საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ45-კმ55 მონაკვეთის გავლით იმოძრავებს.

Print