ახალი ამბები
თოვის გამო, გარკვეულ მონაკვეთებზე მოძრაობა აიკრძალა - გზების დეპარტამენტი
FaceBook
ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მოწამეთა-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ. 39-კმ. 52 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მოძრაობა აიკრძალა.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზეც.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27 ნოემბრიდან 28 ნოემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, შესაძლებელია თოვლის ზვავები, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 5-6 ბალიანი შტორმი.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

Print