ახალი ამბები
როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, 26 და 27 დეკემბერს, დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში შენარჩუნდება წვიმა, დროგამოშვებით ძლიერი და მაღალმთაში - თოვლი.

მისივე თქმით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობ რაიონებში 5-7 გრადუსი დაფიქსირდება, მთაში - 3-5 გრადუსი, მაღალმთაში კი  -3 -0 გრადუსი.

"28 ნოემბერს, დღის ბოლოსკენ გამოიდარებს, 29 ნოემბერს კი აღმოსავლეთის მიმართულებით ქარია მოსალოდნელი. ეს გამოდარება შენარჩუნდება 30-შიც, დღის ბოლომდე. დღის ბოლოს გაწვიმდება და წვიმა 1 დეკემბრის ჩათვლით შენარჩუნდება",- ამბობს დოდო გვაზავა.

მისივე ინფორმაციით, 5 დეკემბრამდე ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და 15-17 გრადუსებია მოსალოდნელი.
Print
თეგები: #ამინდი