ახალი ამბები
ქუთაისის მერია, საახალწლოდ, სასაჩუქრე ბარათებისთვის, 385 000 ლარს დახარჯავს
FaceBook
ქუთაისის მერია, ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარებისათვის სასაჩუქრე ბარათების შესაძენად, ტენდერს [NAT230023529] აცხადებს.
ადგილობრივი თვითმმართველობა 3 850 სასაჩუქრე ბარათს ,,სოციალური ღონისძიებების“ პროგრამის ფარგლებში შეისყიდის.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, სასაჩუქრე ბარათი პრეტენდენტის შემოთავაზებულ სავაჭრო ობიექტში, ბენეფიციარების მიერ 100 ლარის ღირებულების პროდუქტების შერჩევას გულისხმობს.

აღნიშნულისთვის ქუთაისის მერიას 385 000 ლარი (სავარაუდო ღირებულება) აქვს განსაღვრული.

დაინტერესებულთათვის წინადადების მიღება პირველ დეკემბერს იწყება და 4-ში სრულდება.

მანამდე მერიამ ტენდერი, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებისთვის, საახალწლო ნობათების შესასყიდად გამოაცხადა. 

ფოტო: არქივი


ამავე თემაზე:

საახალწლო ნობათებისთვის ქუთაისის მერია 38 000-მდე ლარს დახარჯავს

ქუთაისის მერია საახალწლო კონცერტისთვის სცენისა და გახმოვანების აპარატურის მომსახურებას ყიდულობს

ქუთაისის მერიას საახალწლო ფეიერვერკისთვის 20 000 ლარზე მეტი აქვს განსაზღვრული

ქუთაისის მერია 400 ათასი ლარის ღირებულების საახალწლო მანათობლებს ყიდულობს

Print