ახალი ამბები
უბედური შემთხვევა ჭიათურაში - გარდაცვლილია ერთი ადამიანი
FaceBook
ჭიათურაში, შენობის ნგრევის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავა.
შემთხვევა სოფელ რგანში მოხდა, სადაც სარიტუალო დარბაზში სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა.

არსებული ინფორმაციით, ბეტონის კონსტრუქცია ჩამოიშალა და იქ მყოფი პირები მოიყოლა.

გარდაცვლილი 23 წლის მამაკაცია, რომელიც მამასთან ერთად სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებდა. ის ადგილზე დაიღუპა, 55 წლის მამაკაცი კი დაშავდა. მას ფეხი აქვს მოტეხილი.

„ხმაური გავიგონე. რომ მივედი ადგილზე, ჩამონგრეული იყო შენობის ნაწილი. მამა ყვიროდა, აქ არის ჩემი შვილი მოყოლილიო. ერთად მუშაობდნენ მამა-შვილი“,- განმარტავს ადგილობრივი.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით არის დაწყებული, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

Print