ახალი ამბები
გია თევდორაძე ქუთაისის საკრებულოს წევრის განცხადების გამო პროკურატურას მიმართავს
FaceBook
საპარლამენტო უმცირესობის წევრი, გია თევდორაძე ქუთაისის საკრებულოს წევრის გამონათქვამის წინააღმდეგ განცხადებით საოლქო პროკურატურას მიმართავს.

როგორც გია თევდორაძე აცხადებს, ნატო ქათამაძემ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს იგი ქუთაისში, ილია ჭავჭავავაძის ძეგლის მიმდებარე სკვერში არსებულ მშენებლობასთან ინტერესებში დააკავშირა.

გია თევდორაძე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას განცხადებით მიმართავს გამოძიებული და შესწავლილი იქნეს მისი ქონებრივი მდგომარეობა და აქვს თუ არა მას რაიმე ტიპის ბიზნესინტერესები.

"თუ აღმოჩნდება, რომ არა მარტო ამ მშენებლობასთან არამედ, ნინოშვილის ბაღში მიმდინარე არ რაიმე ტიპის ბიზნესთან მაქვს პირდაპირი ან ირიბი შეხება და ეს უკავშირდება თანამდებობაზე ჩემს ყოფნას, მზად ვარ პასუხი ვაგო, გარდა ამისა ამ ქონებას გადავცემ უსასყიდლოდ სახელმწიფოს და უარს ვიტყვი პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ აქტიურობაზე," - ამბობს გია თევდორაძე.

ის, ასევე, მზადყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოსთან, ხოლო ნატო ქათამაძეს, მის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ, საზოგადოებისთვის ბოდიშის მოხდას თხოვს.

Print