ახალი ამბები
საახალწლო ნობათებისთვის ქუთაისის მერია 38 000-მდე ლარს დახარჯავს
FaceBook
ქუთაისის მერია სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებისთვის საახალწლო ნობათების შესასყიდად ტენდერს [NAT230023297] აცხადებს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობა 2 200 ცალ საახალწლო ნობათს შეისყიდის.

ნობათის შემადგენლობაში უნდა იყოს: ჟელირებული კანფეტი, ბატონი ნუგით და კარამელით, შოკოლადის ბატონი, დრაჟე არაქისით, ბისკვიტი, თეთრი შოკოლადის ვაფლის ბატონი, შაქარყინულოვანი სფეროსებური კარამელი ჯოხით და ქისა.

აღნიშნულისთვის მერიას 37 400 ლარი (სავარაუდო ღირებულება) აქვს განსაზღვრული.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ საახალწლო ნობათების მიწოდება 2023 წლის 29 დეკემბრამდე უნდა განახორციელოს.


ამავე თემაზე:

ქუთაისის მერია საახალწლო კონცერტისთვის სცენისა და გახმოვანების აპარატურის მომსახურებას ყიდულობს

ქუთაისის მერიას საახალწლო ფეიერვერკისთვის 20 000 ლარზე მეტი აქვს განსაზღვრული

ქუთაისის მერია 400 ათასი ლარის ღირებულების საახალწლო მანათობლებს ყიდულობს


Print