ახალი ამბები
სასწავლო ვიზიტი და სტაჟირება სტრასბურგში ქუთაისელი ახალგაზრდებისთვის
FaceBook
"ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს" ორგანიზებით პროექტ "ახალგაზრდობა ევროპისათვის" პრეზენტაცია გაიმართა ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების ცოდნის გაღრმავებას ევროპულ ინსტიტუტებში.

პროექტი იძლევა შესაძლებლობას,  ქუთაისელმა ახალგაზრდებმა განახორციელონ სასწავლო ვიზიტი ქალაქ სტრასბურგში. ვიზიტის ფარგლებში ისინი შეხვდებიან ევროსაბჭოს  სტრასბურგის წარმომადგენლებს, ასევე გაიმართება შეხვედრა სტრასბურგის უნივერსიტერის სტუდენტებთან.

"ასევე გვაქვს მეორე პროექტი ევროპული მოხალისეობრივი სერვისის, სადაც სტრასბურგის მერიაში 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდა შეძლებს გაიაროს 9 თვიანი სტაჟირება სტრასბურგის მერიაში, რომელიც იქნება სრულად ანაზღაურებული "- განაცხადა "ადგილობრივ დემოკრატიის სააგენტო საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო თვალთვაძემ.

პირველი პროექტის მონაწილე 18-დან 25 წლამდე ქუთაისელი ახალგაზრდები სასწავლო ვიზიტით ეწვევიან ქალაქ სტრასბურგს. მათ შეუძლიათ გააგზავნონ cvდა სამოტივაციო წერილი   This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it მისამრთზე. საბუთების მიღების ბოლო ვადა არის 6 მარტი.

პროექტის ფარგლებში საწყის ეტაპზე შეირჩევა 17 ახალგაზრდა, ხოლო 3 მონაწილე შეირჩევა გამოფენაზე წარმოდგენილი საუკეთესო ნამუშევრებით. გამოფენა სახელწოდებით "რას ნიშნავს ევროპა ჩემთვის" პროექტის ფარგლებში იქნება ორგანიზებული.

მეორე პროექტის ფარგლებში,  18-დან 30 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ 9 თვიან სტაჟირების გაივლა სტრასბურგის სასამრთლოში, მონაწილეობის მსრუველებმა cv და სამოტივაციო წერილი გააზავნონ This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ,  მონაცემების გაგზავნის ბოლო ვადა არის 1 მარტი.

"პროექტის ფარგლებში ასევე ჩატარდება ტრენინგები, რომელიც გულისხმობს ევროპული ინსტიტუტების შესახებ ცოდნის გაღრმავებას, მას შემდეგ რაც შერჩეული ახალგაზრდები სტრასბურგიდან დაბრუნდებიან ქუთაისში. ისინი ორგანიზებას გაუწევენ დისკუსიებს იმ თემებზე, რომელიც აქტუალურია მათთვის"  - განაცხადა "ადგილობრი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო თვალთვაძემ.

პროექტების მხარდამჭერია ქალაქ სტრასბურგისა  და ქუთაისის მერია.

Print