ახალი ამბები
"აქაურობა სანაგვედ იქცა'' - ანტისანიტარია ქუთაისის ცენტრში
FaceBook
ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, თამარ მეფის ქუჩაზე, დანგრეულ შენობა, სადაც ადრე ყვავილების მაღაზია იყო, ანტისანიტარიის კერად არის გადაქცეული. 
"ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში ასეთი ამბავია. ეს არის სახე, ქალაქის და ადგილობრივი  ხელისფლების.  არ ვიცი შენობა ვის ეკუთვნის, მაგრამ უნდა მოწესრიგდეს. სირცხვილია, ხალხი რომ ამას ხედავს’’,- ამბობს თამარ მეფის ქუჩის ერთ-ერთი მცხოვრები.



"შენობა ფერადი საღებავებით არის მოხატული, მაგრამ რად გინდა. ხალხმა აქაურობა სანაგვედ აქცია. სანამ საზოგადოება არ გაიზრდება, სანამ არ გაიაზრებს, რომ ეს სამარცხვინო, უკულტურო საქციელია, მანამ არაფერი გვეშველება’’, - ამბობს ქუთაისში მცხოვრები აზა ძნელაძე.

მერიაში გვითხრეს, რომ შენობა არა მერიის, არამედ სახელმწიფოს ბალანსზეა, ამიტომ მისი დასუფთავება არ ევალებათ.

ქუთაისში არსებული ტერიტორიების დასუფთავება ააიპ ,,სპეციალური სერვისების'' მოვალეობაში შედის, მაგრამ რადგან აღნიშნული შენობა სახელმწიფოს ეკუთვნის, მას არც სპეციალური სერვისების წარმომადგენლები ასუფთავებენ.

უწყებაში გვითხრეს, რომ ამ თემაზე მათთვის არც მოსახლეობას მიუმართვას. 

Print