ახალი ამბები
ქუთაისის მერია საახალწლო კონცერტისთვის სცენისა და გახმოვანების აპარატურის მომსახურებას ყიდულობს
FaceBook
ქუთაისის მერია საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით მორიგ ტენდერს [NAT230022969] აცხადებს.

ამჯერად, სახელმწიფო შესყიდვა ცენტრალურ მოედანზე დაგეგმილი საახალწლო გალა-კონცერტისთვის, სცენით, სცენის გათბობის სისტემით, მხატვრული განათებით, გარეგამოყენების ეკრანით, სადღესასწაულო კარვითა და გახმოვანების აპარატურით მომსახურებაზეა გამოცხადებული.

აღნიშნული მომსახურებისთვის ტენდერში გამარჯვებული კომპანიისთვის ადგილობრივ თვითმმართველობას 34 980 ლარი აქვს განსაზღვრული.

„მიწოდებელმა" მომსახურების გაწევა 2023 წლის 31 დეკემბერს და 2024 წლის 1 იანვარს უნდა განახორციელოს.

დაინტერესებულთათვის წინადადების მიღება 22 ნოემბერს იწყება და 24-ში მთავრდება.

მანამდე ქუთაისის მერიამ ტენდერები საახალწლო მანათობლებსა და ფეიერვერკების შესყიდვაზე გამოაცხადა.

მთავარი ფოტო: არქივიდან

ამავე თემაზე:

ქუთაისის მერიას საახალწლო ფეიერვერკისთვის 20 000 ლარზე მეტი აქვს განსაზღვრული

ქუთაისის მერია 400 ათასი ლარის ღირებულების საახალწლო მანათობლებს ყიდულობს




Print