ახალი ამბები
ხონის მუნიციპალიტეტში, ცოფის დადასტურების გამო, კარანტინი გამოცხადდა
FaceBook
ხონის მუნიციპალიტეტში მსხვილფეხა პირუტყვს ცოფი ლაბორატორიულად დაუდასტურდა.
შემთხვევა სოფელ ნახახულევში მოხდა, სადაც ცოფით დაავადების ფაქტის გამოვლენის გამო, ვეტერინარული კარანტინია გამოცხადებული.

შესაბამისი ბრძანება ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ, სურსათის ეროვნული სააგენტოს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, გამოსცა.

როგორც მუნიციპალიტეტში აცხადებენ, ცოფისთვის საშიშ ბუფერულ ზონაში ცხოველების ვაქცინაცია და სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ამასთან, ადამიანები, რომლებიც დაავადებულ ცხოველთან იყვნენ კონტაქტში, აყვანილი არიან ანტირაბიულ კონტროლზე.

ვეტერინარული კარანტინი დაავადების კერიდან 3 კილომეტრის რადიუსს მოიცავს და ცოფით ცხოველის დაავადების უკანასკნელი შემთხვევის დაფიქსირების და სალიკვიდაციო ღონისძიებების ჩატარებიდან 60 დღის შემდეგ მოიხსნება.

Print