ახალი ამბები
როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, 13 ნოემბერს და 14-ში, 11:00 საათამდე, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში უნალექო ამინდი შენარჩუნდება.
მისივე თქმით, 14 ნოემბერს, დღის მეორე ნახევრიდან ყველგან გაწვიმდება, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა კი 4-5 გრადუსით დაიკლებს და 18-დან 20 გრადუსამდე დაფიქსირდება.

"16 ნოემბერს, დღის მეორე ნახევრიდან, 17-ში, მთელი დღის განმავლობაში მოსალოდნელია წვიმა. ტემპერატურა დაიკლებს და იქნება 18-20 გრადუსი, ბარში კი - 23-დან 25 გრადუსამდე“, - განმარტავს დოდო გვაზავა.

მისივე თქმით, 18-19 ნოემბერს გამოიდარებს, თუმცა გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 23-35 გრადუსამდე დაფიქსირდება.

Print
თეგები: #ამინდი