ახალი ამბები
ქუთაისში ორი საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა
FaceBook
ქუთაისში, გაპონოვის ქუჩაზე ორი საცხოვრებელი სახლი დაინგრა.
შემთხვევა 8 ნოემბერს მოხდა. დაზარალებულები ჰყვებიან, რომ ჯერ კლდიაშვილების სახლის კედელი ჩამოიშალა, შემდეგ კი ჩამოშლილი მასა გიორგაძეების სახლის ჭერს დაეცა და შენობის კედელი დაანგრია. დაზიანადა ავეჯი, ტექნიკა და საოჯახო ნივთები.

კლდიაშვვილები ამჟამად თავს მეზობელთან აფარებენ. პაპუნა გიორგაძე კი გადარჩენილ ოთახში ცხოვრობს, თუმცა მუდმივად საფრთხის მოლოდინი აქვს.

,,აბაზანაში და საპირფარეშოში შესვლის მეშინია, რადგან გაყვანილობა ავარიულია. ავარიულია გაზიც, ამიტომ სახლში საჭმელს ვერ ვაკეთებ და იძულებული ვარ გარეთ ვჭამო. შუქის ანთებისაც მეშინია. ავეჯი, თეფშები, ჭიქები, საოჯახო ტექნიკა, თითქმის ყველაფერი გამინადგურდა. მხოლოდ მცირე ნაწილი დამრჩა", - ამბობს პაპუნა გიორგაძე.

დაზარალებული მომხდარს სტიქიას უკავშირებს, თუმცა იმისთვის, რომ რეალური მიზეზი დადგინდეს, ესქპერტიზის ჩატარებაა საჭირო. პაპუნა გიორგაძემ ექსპერტის გამოყოფის თხოვნით მერიას მიმართა, თუმცა ჯერ ადგილზე ვითარება არ შეუსწავლიათ.

"სპეციალისტმა უნდა შეისწავლოს ვითარება და შემდეგ სახლს აღვადგენთ. არ ვითხოვ ფინანსურ დახმარებას, ჩემით ავაშენებ თავიდან, მხოლოდ ექსპერტით დაგვეხმარონ, რათა ვიცოდეთ რასთან გვაქვს საქმე,’’ - ამბობს პაპუნა გიორგაძე.

ქუთაისის მერიას ვკითხეთ აპირებდნენ თუ არა დაზარალებულების დახმარებას, თუმცა მერიაში პასუხი არ გაგვცეს.

Print