ახალი ამბები
ქუთაისის მერია წითელ ხიდთან მდებარე საპირფარეშოს ასხვისებს
FaceBook
ქუთაისში, წითელი ხიდის მიმდებარედ არსებულ საზოგადოებრივ საპირფარეშოს, რომლის მოწყობაც თვეების წინ დასრულდა, მერია ახლა ასხვისებს.

ადგილობრივი თვითმმართველობა ობიექტს აუქციონზე იჯარის ფორმით გასცემს, რის შემდეგაც საზოგადოებრივი ტუალეტი ექსპლუატაციაში შევა. 

შესაბამისი ნებართვა მერიამ უკვე გასცა და საკრებულოს განკარგულებაც გამოიცა. 

იმის გამო, რომ წლების განმავლობაში ადგილობრივმა თვითმმართველობამ ვერ უზრუნველყო ქალაქში ტუალეტების პრობლემის მოგვარება, "განახლებული რეგიონების" პროგრამის ფარგლებში, აღნიშნული საპირფარეშო "მუნიციპალური განვითარების ფონდმა“ ააშენა.

ფალიაშვილის ქუჩაზე, რუსთაველისა და წითელ ხიდებს შორის არსებული საპირფარეშოს პროექტი 2021 წლის შემოდგომაზე დაიწყო და გასული წლის დეკემბერში დასრულდა.
საპირფარეშო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებულია.

ქუთაისში სულ ოთხი საზოგადოებრივი საპირფარეშოა, თუმცა ტუალეტი, ამ დროისთვის, მხოლოდ ქალაქის ცენტრალურ ბულვარში ფუნქციონირებს. ჯავახიშვილისა და ხარებავას ქუჩებზე არსებული ტუალეტები კი ანტისანიტარიის კერად არის ქცეული.

ქუთაისის მერიას საპირფარეშოების გასხვისების მცდელობა რამდენჯერმე ჰქონდა, თუმცა ობიექტებით არავინ დაინტერესდა.


ამავე თემაზე:


ქუთაისში, წითელ ხიდთან მდებარე, თვეების წინ აშენებული საპირფარეშო ჯერაც არ გაუხსნიათ

მუნიციპალური განვითარების ფონდი ქუთაისში საზოგადოებრივ საპირფარეშოს აშენებს




Print