ახალი ამბები
ქუთაისში მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა
FaceBook
ქუთაისში, მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევა, გუგუნავას ქუჩაზე, ცოტა ხნის წინ მოხდა.

ადგილზე სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული.

როგორც შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.


Print