ახალი ამბები
ქუთაისის მერიას საახალწლო ფეიერვერკისთვის 20 000 ლარზე მეტი აქვს განსაზღვრული
FaceBook
ქუთაისის მერია, საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, მორიგ ტენდერს [NAT230022307] ფეიერვერკების შესყიდვაზე აცხადებს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ, 2023 წლის 31 დეკემბერს, შემსყიდველთან შეთანხმებულ დროს და ადგილას, ქალაქში, ფეიერვერკების მიწოდება-ინსტალაცია-გაშვება უნდა უზრუნველყოს.

ადგილობრივი თვითმმართველობა 500-ზე მეტი სხვადასხვა დასახელებისა და ტექნიკური მახასიათებლების ფეიერვერკის შეძენას გეგმავს, რისთვისაც 20 130 ლარს (სავარაუდო ღორებულება) გადაიხდის.

დაინტერესებულთათვის წინადადების მიღება 14 ნოემბერს იწყება და 16-ში მთავრდება.

მანამდე ქუთაისის მერიამ ტენდერი ქალაქის გაფორმებისათვის საახალწლო მანათობელი კონსტრუქციების შესყიდვაზე [NAT230021939] გამოაცხადა, რისთვისაც 404 130 (სავარაუდო ღირებულება) ლარს დახარჯავს.


ამავე თემაზე:






Print