ახალი ამბები
ქუთაისის იუსტიციის სახლი ისევ დაიტბორა
FaceBook
ქუთაისში, ძლიერი წვიმის შედეგად, ქუთაისის იუსტიციის სახლი დაიტბორა და დაზიანდა ინფრასტრუქტურა.
როგორც უწყებაში განმარტავენ, აღნიშნულის მიუხედავად, სერვისის გაცემის პროცესი არ ფერხდება.

მათივე თქმით, ფილიალის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია მობილური იუსტიციის სახლები, საიდანაც შესაძლებელი იქნება მზა დოკუმენტების მიღება და განაცხადის ჩაბარება, ასევე, სერვისის მისაღებად განაცხადის ჩაბარება შესაძლებელია იუსტიციის სახლის ხონის, გეგუთის და წყალტუბოს ფილიალებში.

„ხარვეზის აღმოსაფხვრელად სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ფილიალის მუშაობის აღდგენის შესახებ ინფორმაცია განთავსდება იუსტიციის სახლის ოფიციალურ Facebook გვერდზე. ბოდიშს გიხდით შეფერხებისათვის“,- აცხადებენ ქუთაისის იუსტიციის სახლში.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის იუსტიციის სახლი მიმდინარე წლის ივლისშიც დაიტბორა.

ქუთაისში მოსული უხვი ნალექის შედეგად, პრობლემები ქალაქის რამდენიმე ქუჩაზეც შეიქმნა. ადგილობრივებს საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაეტბორათ, დაუზიანდათ ტექნიკა.

Print