ახალი ამბები
როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირაში, უმეტესად, ნალექიანი ამინდებია მოსალოდნელი.
მისივე თქმით, 6 და 7 ნოემბერს, ღამის საათების ჩათვლით, უმეტეს რაიონში, მოსალოდნელია წვიმა. შესაბამისად, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაიკლებს 17-22 გრადუსამდე.

"8 და 9 ნოემბერს გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა კვლავ მოიმატებს 20-დან 26 გრადუსამდე. უმეტესად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი. პარასკევს საღამოდან კი უმეტეს რაიონში იწვიმებს და კვლავ ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი",- ამბობს დოდო გვაზავა.

მისივე თქმით, შაბათ-კვირას, 11-12 ნოემბერს გამოიდარებს, თუმცა გაძლიერდება აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 25-27 გრადუსი დაფიქსირდება. 
Print
თეგები: #ამინდი