ახალი ამბები
ქუთაისელი მუსიკოსი თურქეთში გამართული კონკურსის გამარჯვებული გახდა
FaceBook
თურქეთის ქალაქ ალანიაში გამართულ საერთაშორისო კონკურსში „Global Art Competition“ ქუთაისელმა მუსიკოსმა ალექსანდრა ცუცქირიძემ პირველი ადგილი მოიპოვა.

ალექსანდრა, მის პედაგოგ ეკატერინე გიორგაძესთან ერთად, შესაბამისი მედლითა და დიპლომით დააჯილდოვეს.

ალექსანდრა ცუცქირიძე ა(ა)იპ „ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალის - ნოდარ გაბუნიას სახ. #4 სამუსიკო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეა.

ის საორკესტრო განყოფილებაზე სწავლობს.



Print