ახალი ამბები
ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან და-ძმამ თავის დაწვა სცადა
FaceBook
ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან ორმა მოქალაქემ საწვავი გადაისხა.
ამ ფორმით, და-ძმა ირაკლი და მარინა გაბელიებმა ოჯახის არასრულწლოვანი წევრის წინასწარი პატიმრობა გააპროტესტეს. მომხდარის შედეგად, ირაკლი გაბელია მძიმედ არის დაშავებული და საავადმყოფოშია გადაყვანილი. ხოლო მარინა გაბელიას მცირე დამწვრობა აქვს მიღებული.

მარინა გაბელია ამბობს, რომ მისმა არასრულწლოვანმა შვილმა დანაშაული ჩაიდინა და ამას ღიარებს, თუმცა მოსამართლემ ეს არ გაითვალისწინა და წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. 

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 



Print