ახალი ამბები
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, 15 ნოემბრის ჩათვლით, უფასო იქნება
FaceBook
1 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ყველა მსურველისთვის უფასო იქნება.
ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვაქცინაცია, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ოთხ-კომპონენტიანი Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების ვაქცინით იქნება შესაძლებელი. ამასთან, ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომლთა ცირკულაციაა გრიპის სეზონზეა მოსალოდნელი.

ქუთაისში მცხოვრებლებს ვაქცინაციის ჩატარება შეეძლებათ ქუთაისის N3 ბავშვთა პოლიკლინიკაში (ჯავახიშვილის N85), სამედიცინო ცენტრ დიომედში (ჩხობაძის N16), ქალთა ჯანმრთელობის ცენტრ ჰერაში (ს.მესხის 67), ქუთაისის N4 შერეულ პოლიკლინიკაში (ნიკეას N46ბ), ნაზარიშვილის სახ. საოჯახო მედიცინისა და საოჯახო მედიცინის რეგიონულ სასწავლო ცენტრში (თამარ მეფის 5/7), ქუთაისის N1 პირველადი ჯანდაცვის ცენტრსა (ტ. ტაბიძის N23) და ქუთაისის ბავშვთა და მოზრდილთა #4 სამკურნალო-დიაგნოსტიკურ ცენტრში (კ.მესხის 5).

აღსანიშნავია, რომ აცრა, ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში შესაძლებელია 6 თვის ასაკიდან და ბენეფიციარებისთვის უფასოა.


Print