ახალი ამბები
ქუთაისის №14 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა
FaceBook
ქუთაისის №14 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ახლადრეაბილიტირებულ შენობაში სწავლა უკვე განაახლეს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებამდე ისინი ქუთაისის 24-ე საჯარო სკოლის შენობაში იყვნენ გადანაწილებული.

სკოლის რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა, სამუშაოები კი - შპს „სამშენებლო ჯგუფმა“.

მგფ-ს ინფორმაციით, №14 საჯარო სკოლას რეაბილიტაცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩაუტარდა. მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები. ამასთან, სკოლა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.




განახლებული სპორტდარბაზი
კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე, N14 საჯარო სკოლის რეაბილიტაციისთვის ტენდერი [NAT210010704] მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2021 წლის ივნისში გამოაცხადა, სადაც შპს „სამშენებლო ჯგუფმა“ გაიმარჯვა. მხარეებს შორის ხელშეკრულება ამავე წლის 3 აგვისტოს გაფორმდა.

სკოლის რეაბილიტაციისთვის 3 292 665 ლარი დაიხარჯა.

ქუთაისის მე-14 საჯარო სკოლაში, ამ დროისთვის, 730 მოსწავლე ირიცხება.


Print