ახალი ამბები
მაღალმთიან რეგიონებში, ზამთრის საბურავით მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით გადაადგილება სავალდებულო იქნება
FaceBook
მაღალმთიან რეგიონებში, ზამთრის საბურავით, განსაკუთრებულ შემთხვევაში კი მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით გადაადგილება, დეკემბრიდან მარტამდე, სავალდებულო იქნება.

აღნიშნული შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორმა ლანა ცანავამ განაცხადა. 

მისივე თქმით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და ეს ცვლილებაც ამიტომ მომზადდა.

„პრაქტიკა ცხადყოფს, რომ განსაკუთრებით საფრთხის შემცველია მაღალმთიან რეგიონებში ისეთი სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება, რომლებიც ზამთრის პერიოდში აღჭურვილი არ არის ზამთრის საბურავებით ან მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით. აღნიშნული იწვევს ავტოსაგზაო შემთხვევებს და საგზაო მოძრაობის შეფერხებას“, – განაცხადა ლანა ცანავამ.

მისივე თქმით, სწორედ ამიტომ შსს-მ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი შეიმუშავა.

„ამ ცვლილებების მიხედვით, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე სავალდებულო იქნება მაღალმთიან რეგიონებში ზამთრის საბურავით გადაადგილება, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში, რთული მეტეოროლოგიური პირობების არსებობისას დამატებით შესაძლებელია, დადგინდეს მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით სატრანსპორტო საშუალებების აღჭურვა. მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმაც, რომ ევროპის ქვეყნებში ზამთრის პერიოდში ზამთრის საბურავით გადაადგილება სავალდებულოა“,- განმარტა ლანა ცანავამ.

როგორც მან აღნიშნა, აღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობა სანქციებს გამოიწვევს.






Print