ახალი ამბები
2023 წლის 9 თვეში საქართველოში 5.6 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა
FaceBook
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იანვარი-სექტემბრის თვის საერთაშორისო მოგზაურთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.
უწყების ცნობით, 2023 წლის I-III კვარტალში, საქართველოში 5 566 980 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 76.9% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +43%-ია.

"9 თვეში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 3 655 576 შეადგინა, რაც 2019 წლის მონაცემის 91.6% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით ზრდა +35.2%-ია.

2023 წლის III კვარტლის მდგომარეობით 2,706,863 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 80.2% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით ზრდა +19.4%-ს შეადგენს.

2023 წლის ივლისი-სექტემბრის პერიოდში საქართველოში 1 725 093 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემის 92.6% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +15.4%-ია",- აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში. 

საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით გამოითვლება და უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს მოიცავს.
Print